,,ქართული ოცნების“ წერილს ქუთაისის მერია სავარაუდოდ ორშაბათს უპასუხებს
,,ქართული ოცნების“ წერილს ქუთაისის მერია სავარაუდოდ ორშაბათს უპასუხებს
14:15 02.06.2012
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისის მერიაში წარდგენილ წერილზე, სადაც კოალიცია 9 ან 10 ივნისს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვის ნებართვას ითხოვს, პასუხი სავარაუდოდ ორშაბათს იქნება.
როგორც „ნიუსპრესის“ იმერეთის ბიუროს კორესპონდენტი ქუთაისიდან იტყობინება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა განცხადებით, არასამუშაო დღეების გამო, პასუხი ,,ქართული ოცნების“ წერილობით მიმართვაზე, ორშაბათამდე არ იქნება.
როგორც ,,რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნატო ქათამაძემ ,,ნიუსპრესს“ განუცხადა, კოალიცია მოლოდინის რეჟიმშია და პასუხს ნებისმიერ მომენტში ელოდება.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის პასუხი აქციის ცენტრალურ მოედანზე გამართვის ნებართვასთან დაკავშირებით დღეს გახდებოდა ცნობილი.
„ქართული ოცნება“ ქუთაისში აქციის გამართვას 7 ივნისს გეგმავდა, თუმცა ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი კონცერტის მოტივით, ქუთაისის მერიამ ამ დღეს აქციის გამართვაზე კოალიციას უარი უთხრა.
მათ „ქართულ ოცნებას“ აქციისთვის აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, ბალახვანის 100 საფეხურიანი კიბეები შესთავაზეს.

ბეჭდვა