გარემოს დაცვის სამინისტროში დღეს მტკვრის წლის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების შესახებ საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ხელშეკრულების
განხილვის მიზნით, საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის (ENVSEC, OSCE) წარმომადგენლები და დანდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ექსპერტი მონაწილეობდნენ.
