რამაზ ნიკოლაიშვილის პრესსამსახური მინისტრის ავტოავარიაში მოხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
რამაზ ნიკოლაიშვილის პრესსამსახური მინისტრის ავტოავარიაში მოხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
11:10 02.06.2012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილის ავტოავარიაში მოხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც „ნიუსპრესს“ ნიკოლაიშვილის უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამინისტროს მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობდა.

„ის სამსახურში იყო გუშინაც, დღესაც სამსახურშია, კარგადაა და მუშაობას აგრძელებს”-განუცხადეს „ნიუსპრესს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

პრესცენტრის ცნობით, როდესაც მედიასაშუალებებით რამაზ ნიკოლაიშვილის ავტოავარიაში მოხვედრის ინფორმაცია გავრცელდა, მინისტრი თავის სამუშაო კაბინეტში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამაზ ნიკოლაიშვილი ზესტაფონში ავარიაში მოყვა. მინისტრი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს.

ბეჭდვა