კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის მერიას აქციის 9 ან 10 ივნისს გამართვის ნებართვის მოთხოვნით წერილობით მიმართა, თუმცა მერიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსამსახურში განუცხადეს, მერიის პასუხი, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.
კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ” ქუთაისის მერიაში გუშინ უკვე მესამე წერილი წარადგინა. ის 9 ან 10 ივნისს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩატარებას ითხოვს.
„ქართული ოცნება“ ქუთაისში აქციის გამართვას 7 ივნისს გეგმავდა, თუმცა ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი კონცერტის მოტივით, ქუთაისის მერიამ ამ დღეს აქციის გამართვაზე კოალიციას უარი უთხრა.
მათ „ქართულ ოცნებას“ აქციისთვის აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, ბალახვანის 100 საფეხურიანი კიბეები შესთავაზეს.
