დეპუტატები და არასამთავრობოები კიბერუსაფრთხოებაზე იმსჯელებენ
დეპუტატები და არასამთავრობოები კიბერუსაფრთხოებაზე იმსჯელებენ
17:08 22.02.2012
პარლამენტში ხვალ "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტზე იმსჯელებენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩიორა  თაქთაქიშვილის განაცხადებით, 23 თებერვალს, პარლამენტში კანონპროექტის ავტორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან აგრეთვე იმ სტრუქტურათა წარმომადგენლები, ვისაც ახალი რეგულაციები უშუალოდ შეეხებათ.
თაქთაქიშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოზე განხორციელებულმა კიბერშეტევამ ცხადყო, რომ შესაბამისი რეგულაციების შემოღება აუცილებელია. ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.
კანონპროექტით, ახალი რეგულაციები შეეხება როგორც საჯარო ისე კერძო სტრუქტურებს. ასეთი პირების იდენტიფიცირებისთვის, "კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის" ტერმინი დამკვიდრდება.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავაა.

ბეჭდვა