„ქართულმა ოცნებამ“ მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებზე IRI საქმის კურში ჩააყენა
„ქართულმა ოცნებამ“ მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებზე IRI საქმის კურში ჩააყენა
19:14 01.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები დღეს IRI-ს საქართველოს წარმომადგენლობას ეწვივნენ.

შეხვედრაში კოალიციის მხრიდან ზვიად ძიძიგური და ზაზა გოგსაძე მონაწილეობდნენ. საუბარი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს შეეხო.

ზვიად ძიძიგურმა IRI-ს წარმომადგენლებს თეთრიწყაროს რაიონში „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნისას ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად წარმოქმნილი პრობლემები გააცნო და შესაბამისი ვიდეო მასალა გადასცა.

„ჩვენ ხელის შეშლის ყველა ფაქტზე მოვახდენთ რეაგირებას და ყველა საერთაშორისო ინსტიტუტს ჩავაყენებთ საქმის კურსში“ - განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ ხელისუფლების მცდელობა - კოალიციას ხელი შეუშალოს პოლიტიკურ საქმიანობაში, მინიმუმამდე დავიდეს.

ბეჭდვა