ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნოდ ქვემო ქართლში მუშაობას იწყებს
ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნოდ ქვემო ქართლში მუშაობას იწყებს
16:58 01.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნოდ ქვემო ქართლში მუშაობას იწყებს.

ძიძიგური დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის შტაბში საარჩევნო უბნების კოორდინატორებს შეხვდა.

შეხვედრაზე მან კოორდინატორებს სამომავლო სამოქმედო გეგმები გააცნო და შეკითხვებს უპასუხა.

„27 მაისის ღონისძიების შემდეგ თბილისის ტალღა ქვემო ქართლსაც გადაედო. უბნის კოორდინატორების შეკრებაზე განვიხილეთ რუსთავის წინასაარჩევნო ღონისძიებების გეგმა. ჩვენ მსგავს სამუშაო შეხვედრებს ხშირად გავმართავთ“ - განაცხადა ძიძიგურმა.

კოალიციაში აცხადებენ, რომ ქვემო ქართლი ერთ-ერთი პრობლემური რეგიონია და სწორედ ამიტომ, დღეიდან ზვიად ძიძიგური მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურად გამართავს.


ბეჭდვა