"თავისუფალი საქართველო" ავღანეთში 3 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელთა პოზიციით, მომხდარი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში აბსოლუტურად გაუმართლებელია, რადგან უცხო ქვეყნის ინტერესებს უკვე 15 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.
ავღანეთში ქართველი სამხედროები - ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა საბრძოლო ამოცანის შესრულებისას თალიბებთან შეტაკების დროს დაიღუპნენ. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.
