დიმიტრი შაშკინმა ბავშვთა საერთაშორისო დღე №202-ე სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს მიულოცა
დიმიტრი შაშკინმა ბავშვთა საერთაშორისო დღე №202-ე სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს მიულოცა
13:18 01.06.2012
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის უსინათლო ბავშვთა №202-ე სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

№202-ე სკოლას 7 მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ხუთმა მათგანმა საატესტატო გამოცდებში 8-ზე ქულაზე მეტი, ორმა კი, ყველა საგანში 10 ქულა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ შვიდივე წარჩინებული მეთორმეტეკლასელი მინისტრის განკარგულებით, რამდენიმე თვის წინ, ინგლისში ენის შემსწავლელ კურსებზე იმყოფებოდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ.
თბილისის უსინათლოთა №202-ე სკოლაში 50 ბავშვი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს.

ბეჭდვა