საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები პროფესიული განვითარების ტრენინგების ციკლის ბოლო სესიას გაივლიან.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს დასკვნითი სესია, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ ზურა ხარატიშვილმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა გახსნეს. სწავლებაში 76 საარჩევნო კომისიის 380 მონაწილე ჩაერთვება.
პროფესიული განვითარების ტრეინინგები 22 იანვრიდან დაიწყო, 22-25 თებერვალს კი აღნიშნულ საკითხებზე სწავლებაში ბოლო ჯგუფი ჩაერთვება. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები საარჩევნო დავების და სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საარჩევნო სისტემების შესახებ გაივლიან სწავლებას.
