დევნილთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც ბიზნესმენი მინდია გულუა აფხაზ და ოს ბიზნესმენებთან ერთად
დააფინანსებს, უახლოეს დღეებში დაიწყებს ფუნქციონირებას.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ პრესსამსახურიში განუცხადეს, ფონდი, რომელიც ბიზნესმენის ინიცატივით შეიქმნა, საზღვარგარეთაა დარეგისტრირებული და მას ანგარიშები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, შვეიცარიაში აქვს.
ფონდის დამაარსებლების განცხადებით კი, მათი მთავარი მიზანი დევნილებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კონკრეტული დახმარებების გაწევაა.
,,ხელისუფლებამ დააყადაღა და ჩხრეკა მოუწყო ფონდ ,,მზე შინა და მზე გარეთას” და ფონდ ,,ქომაგს”. ამ შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილისა და მის უწყების ხელები ვერ მისწვდება დევნილთა ფონდს, რადგან ანგარიშს საზღვარგარეთ ვერ დააყადაღებენ“- აღნიშნავენ პრესსამსახურში.
ფონდი კონკრეტულ ადამიანებს პირდაპირ უცხოეთიდან დაეხმარება. მისი ხელმძღვანელიც უცხოელი იქნება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფონდი დაეხმარება 10 000 სტუდენტს, რომელთაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ.
