საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტამბოლში, თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და სხვადასხვა სტრატეგიული და ეკონიმიკური პროექტების ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მიხეილ სააკაშვილმა და ერდოღანმა რეგიონში სტაბილურობისა და უსასფრთხოების საკითხები განიხილეს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თავისი ქვეყნის სახელით საქართველოში მინდინარე პროცესებისადმი მხარდაჭერა გამოხატა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე ქვეყანას წარმატება უსურვა.
მიხეილ სააკაშვილი თურქეთში, პრემიერ-მინისტრ ერდოღანის მიწვევით საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ქვეყნის პირველი პირი ფორუმის გახსნით სესიაზე უცხოელი დელეგატების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
