პარტია "თავისუფალი საქართველო" ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ამ ფაქტს აფხაზი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ აქტად აფასებს.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
"აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტი, ვისი ხელშეწყობითაც არ უნდა მომხდარიყო ის, ქართველი და აფხაზი ხალხის საერთო ინტერესს - მშვიდობიან თანაცხოვრებას ეწინააღმდეგება" - ნათქვამია გნცხადებაში.
"თავისუფალი საქართველო" გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და იმედს გამოთქვამს,რომ ტერორისტების შეპყრობა და დასჯა დროულად მოხდება.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტზე თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა. გუდაუთა-სოხუმის გზის მონაკვეთზე ალექსანდრე ანქვაბის ავტომობილს და მის კორტეჟს თავს დაესხნენ. ალექსანდრე ანქვაბი ტერაქტის შედეგად არ დაშავებულა. მისი დაცვის სამი წევრი დაიჭრა. მათგან ერთი გარდაიცვალა.
