"დემოკრატიული მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედროების, კაპრალ ვალიკო ბერაიას, კაპრალ რუსლან მელაძისა და კაპრალ პაატა კაჭარავას დაღუპვის გამო
და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. განცხადებას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.
"მათ გულწრფელად სჯეროდათ იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის იბრძოდნენ და ასრულებდნენ იმ უმძიმეს და სარისკო დავალებებს, რომლის შესრულებაც ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს უწევთ" - ნათქვამია განცხადებში.
"დემოკრატიული მოძრაობა" ავღანეთში მყოფ ყველა ქართველ ჯარისკაცს გამძლეობას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი სულ მალე ჯანმრთელები და უვნებლები დაუბრუნდებიან სამშობლოს.
