ბობოხიძე – ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხალხის რაოდენობით შეჯიბრი უაზრობაა
ბობოხიძე – ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხალხის რაოდენობით შეჯიბრი უაზრობაა
15:54 31.05.2012
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ბობოხიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლო მომავალში პრეზიდენტი მხარდამჭერებთან და ამომრჩევლებთან მასშტაბური შეხვედრის გამართვას აპირებს.  
როგორც „ნიუსპრესს“ ბობოხიძემ განუცხადა, პრეზიდენტი შეხვედრებს ხალხთან ხშირად ატარებს და სხვა სახის შეხვედრის გამართვაზე მას ინფორმაცია არ აქვს.
„მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს, ეს საკითხი არ განიხილება. პრეზიდენტი მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოებასთან თითქმის ყოველკვირეულად ატარებს“ – განაცხადა ბობოხიძემ.
მან ხალხის რაოდენობით შეჯიბრს აბსოლუტური უაზრობა უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაზე ბევრი ადამიანია განაწყენებული, რომლებიც თავის დროზე სხვადასხვა უწყებებიდან გათავისუფდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მასშტაბური აქციის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლებთან ასევე მასშტაბური შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს.




ბეჭდვა