„სახალხო კრების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 26 და 29 მაისს დაპატიმრებულ ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებს.
მათი განცხადებით, ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიერ პრაქტიკულად აკრძალულია განსხვავებული აზრის გამოხატვა და ოპოზოციურად განწყობილი ადამიანები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიან.
„ამის დასტურია 2012 წლის 26 მაისს მოძრაობა „7 ნოემბრის“ და მისი მხარდამჭერების მიერ, ქუთაისში დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის აღკვეთა და აქციის მონაწილეთა დაპატიმრება“ -აღნიშნეს ორგანიზაციის წევრებმა.
ამასთან, მათი თქმით, 29 მაისს კი, აღნიშნული მოძრაობის წარმომადგენლები თბილისში გამართული აქციის დროს დააპატიმრეს.
როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, ძალიან მალე ქვეყანაში სამართლიანობა გაიმარჯვებს და გათავისუფლდება პოლიტიკური ნიშნით თავისუფლებააღკვეთილი ყველა ადამიანი .
„თავისუფალი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ ადგილს ის ჯალათები დაიკავებენ, რომლებიც რეჟიმის უკანონო ბრძანებებს ასრულებენ“ - განაცხადეს „სახალხო კრების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
