„ლეიბორისტურლი პარტია“ სააკაშვილ-ივანიშვილის გარიგებაზე საუბრობს.
როგორც დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა, სააკაშვილის ხელისუფლებისა და ივანიშვილის გარიგება-ალიანსი არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ, ოჯახურ-კლანური ფორმითაც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.
„ლეიბორისტულ პარტიას“ ამ განცხადების საფუძველს, გუგავას თქმით, ის ფაქტი აძლევს, რომ გაერო-ში საქართველოს ელჩის კახა ლომაიას ძმა გია ლომაია ივანიშვილის ბიზნეს-პატრნიორია.
„გაერო-ში სააკაშვილის ემისრის კახა ლომაიას ძმა გია ლომაია კრიმინალ-ოლიგარქ ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორია“ - განაცხადა გუგავამ და დასძინა, რომ ლომაია რუსეთის ფედერაციაში ივანიშვილის პირადი წარმომადგენელია და მილიარდელის ბიზნესს განაგებს.
