„ნაციონალები“ საარჩევნო სიის სათავეში მერაბიშვილის დასახელების საკითხზე განხილვებს არ ადასტურებენ
„ნაციონალები“ საარჩევნო სიის სათავეში მერაბიშვილის დასახელების საკითხზე განხილვებს არ ადასტურებენ
15:10 31.05.2012
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესაძლო კენჭისყრის საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დროისთვის არ განიხილავს.  ამის შესახებ ,,ნიუსპრესს“ მმართველი გუნდის წვერმა აკაკი ბობიხიძემ განუცხადა.

მისი თქმით, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა, ამ საკითხზე პარტიაში ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი თავისი პოპულარობიდან გამომდინარე, შესაძლოა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის სათავეში აღმოჩნდეს.

ბეჭდვა