მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მყოფი ამერიკელი სენატორი მიიღო
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მყოფი ამერიკელი სენატორი მიიღო
12:24 31.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სენატორი რიჩარდ დურბინის ხელმძღვანელობით, საქართველოში სტუმრად  მყოფი ამერიკული დელეგაცია მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერა იყო.

სენატორ რიჩარდ დურბინს პრეზიდენტი ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის ფარგლებშიც შეხვდა.

საქართველოში ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი რეგიონული უსაფრთხოების და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხს განიხილავს.

რიჩარდ დურბინი მეორე უმაღლესი რანგის სენატორია. ამას გარდა, ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრიცაა. დურბინი სენატის ევროპულ საქმეთა ქვეკომიტეტსაც წარმოადგენს, რომლის იურისდიქციაშია ევროპის, მათ შორის, კავკასიის საკითხები. ევროპულ საქმეთა ქვეკომიტეტის პასუხისმგებლობის სფეროშია ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), ევროკავშირი, ასევე, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო).

ბეჭდვა