"წითელი ყაყაჩოების" აქციას ხელოვანებიც შეუერთდნენ
"წითელი ყაყაჩოების" აქციას ხელოვანებიც შეუერთდნენ
14:43 22.02.2012
1921 წლის მოვლენებისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით, "პრაიმ-თაიმის" აქციას ქართული კულტურის წარმომადგენლები - მხატვარი გია ბუღაძე,  საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და მიხეილ თუმანიშვილის კინო-მსახიობთა თეატრის მმართველი ზურაბ გეწაძე შეუერთდნენ.
"შეიძლება წაგვართვან სახელმწიფო, მაგრამ სამშობლოს ვერ წაგვართმევენ. ასეთი კვირეულების ჩატარება აუცილებელია, რათა არ დაგვავიწყდეს ჩვენი წარსული და შევახსენოთ ის მომავალ თაობას" - განაცხადა ბუღაძემ.
მსახიობ ზურაბ გეწაძის თქმით კი, ახალი თაობისთვის ასეთი სახის აქციებში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია რათა ისტორიის გაკვეთილები გაითვალისწინონ. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლო მომავალში, თუმანიშვილის კინო-მსახიობთა თეატრი საგასტროლოდ ნიუ-იორკში მიემგზავრება, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ოკუპაციის სიმბოლო - წითელი ყაყაჩოები დაურიგდებათ.

ბეჭდვა