ახალი პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნულები“„ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს აწარმოებს
ახალი პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნულები“„ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს აწარმოებს
18:20 30.05.2012
პოლიტიკურმა მოძრაობამ „ეროვნულები“ დღეს დამფუძნებელი ყრილობა გამართა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ეროვნულების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, მოძრაობის საპატიო თავმჯდომარედ ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი აირჩიეს. გამგეობის წევრთა შორის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უზენაესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატია.

ხაჭაპურიძის განცხადებით, ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის მიზანი საქართველოში ზომიერი კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციის ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული ტრადიციებისა და მხოფლმხედველობის მქონე ადამიანებს გააერთიანებს.

„ორგანიზაცია ეროვნული ტრადიციების სადარაჯოზე იდგება. ჩვენი მიზანია ასევე დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, ზემოაღნიშნულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, ორგანიზაცია კონსულტაციას „ქართული ოცნების“ ლიდერებთან აწარმოებს.

ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს ოქტომბრის არჩევნებში „ეროვნულების“ მონაწილეობას.

ბეჭდვა