ლატვიაში, რიგის ძველ უბანში დღეს შოთა რუსთაველის ბარელიეფი გაიხსნა.
საქართველოსა და ლატვიის მეგობრობის ნიშნად, დღეს რიგის ერთ-ერთ ძველ უბანში, რომელიც
იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია, რუსთაველის ბარელიეფი გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. მას ასევე, ლატვიის კულტურის მინისტრი და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
შოთა რუსთაველის ბარელიეფი ლატვიის დედაქალაქს თბილისის მერმა გიგი უგულავამ აჩუქა.
დღესვე, სააკაშვილმა რიგის უნივერსიტეტის სოციალური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
პრეზიდენტმა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროექტებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.
სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა რუსმა ხალხმა მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების თაობაზე.
მან ყურადღება, ასევე, გაამახვილა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფებასა და მოლაპარაკების პროცესზე.
