ლატვიელი ინვესტორები ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობით დაინტერესდნენ
ლატვიელი ინვესტორები ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობით დაინტერესდნენ
17:18 30.05.2012
საქართველოსგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რადგან ის ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა. ეს განცხადება იურმალას მერს გატის  ტრუკსნისს გააკეთა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

დღეს ლატვიის საკურორტო ქალაქ იურმალასა და ანაკლიას შორის დაძმობილების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა.

ცერემონიას ლატვიაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილმა გატის ტრუკსნისთან ერთად იურმალას ბულვარი დაათვალიერა და სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურას გაეცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

„საქართველოსგან ბევრი რამ შეიძლება ისწავლო, რადგან ეს ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა“ - განაცხადა იურმალას მერმა და აღნიშნა, რომ ანაკლიის განვითარება კიდევ უფრო გაზრდის მის ტურისტულ პოტენციალს.

ტრუკსნისის თქმით, ლატვიელი ინვესტორები ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობით არიან დაინტერესებული.

ბეჭდვა