ვეფხვაძე - ხატია დეკანოიძის მენეჯერობა არასაკმარისია ეროვნული გამოცდების სათანადოდ ჩასატარებლად
ვეფხვაძე - ხატია დეკანოიძის მენეჯერობა არასაკმარისია ეროვნული გამოცდების სათანადოდ ჩასატარებლად
17:07 30.05.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის ხატია დეკანოიძის კარგი მენეჯერობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეროვნულმა გამოცდებმა  ხარვეზების გარეშე ჩიაროს. ამის შესახებ დღეს "ნიუსპრესს" ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
"აშკარაა, რომ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა და ყველაზე რთულ უბანზე სასწრაფოდ გადაისროლა ის ადამინი, რომელიც, როგორც ჩანს კარგი მენეჯერია და მათი აზრით, ყველაზე პერსპექტიული და სანდოა" – განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, დღეისთვის აბიტურიენტების დაზარალების საფრთხე არსებობს.
"ძალიან მეშინია, რომ ეს პროცესი სერიოზული ხარვეზებით ჩაივლის. მენეჯმენტი არ არის საკმარისი, საჭიროა გამოცდილება და სისტემის ცოდნა. ამ სფეროში კვალიფიკაციისა და გამოცდილების კუთხით დეკანოიძეს პრობლემა აქვს, მით უმეტეს, რომ ქვედა რგოლში მას, თითქმის არავინ დარჩა, ვისაც ასეთი გამოცდილება და ცოდნა ექნება" – აღნიშნა ვეფხვაძემ.
განათლების ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორად პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს წარადგინა.

ბეჭდვა