ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი ახალი ზელანდიის პრემიერს შეხვდა
ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი ახალი ზელანდიის პრემიერს შეხვდა
14:18 30.05.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ველინგტონში ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრს ჯონ ქეის შეხვდა.
გიორგი რუხაძემ ჯონ ქეის საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, პრობლემები და მათი გადაჭრის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისეული“ ხედვა გააცნო.
როგორც „ნიუსპრესს“ ქდმ-დან აცნობეს, ჯონ ქეი საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა და ახალ ზელანდიასა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა „საერთაშორისო დემოკრატული კავშირის“ აღმასრულებელი სხდომის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც 80 ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიათა ლიდერები ესწრებოდნენ. მათ ახალი ზელანდიის მმართველი „ნაციონალური პარტია“ მასპინძლობდა.

ბეჭდვა