დავით ბაქრაძე სოფელ სამებაში იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩას გახსნის
დავით ბაქრაძე სოფელ სამებაში იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩას გახსნის
14:00 22.02.2012
ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გურიაში, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში პარლამენტის თავმჯდომარე იუნკერ მაკარ ბურჭულაძის მემორიალურ დაფას გვირგვინით შეამკობს. დაგეგმილია ასევე იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩის გახსნა მისსავე მშობლიურ სოფელში.
დავით ბაქრაძე ქალაქ ოზურგეთში სოციალურად დაუცველ ბავშვთა "დღის სახლს" გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

ბეჭდვა