საქალაქო სასამართლოში ორგანიზაცია „7 ნოემბრისა“ და „სამოქალაქო ფრონტის“ 4 წევრის საქმეზე ამ წუთებში პროცესი იწყება.
„სამოქალაქო ფრონტისა“ და „7 ნოემბრის“ წევრები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ დააკავეს, რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განუცხადა.
აღნიშნული ორგანიზაციების აქტივისტებმა დღეს, თბილისში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ აქცია გამართეს და 26 მაისს, გელათთან მათი მეგობრების დაკავების ფაქტი გააპროტესტეს.
აქციის დროს, დაახლოებით 17:00 საათზე სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
ჯიშკარიანის ინფორმაციით, დაკავებულები არიან - ირაკლი ბერაია, ქეთევან გოგინაშვილი, ლიკა გამრეკელი და ზაზა სვანაძე.
