"ახალი მემარჯვენეები" განათლების სამინისტროს პროგრამა – "სკოლების ოპტიმიზაციის" ფარგლებში, სოფლის სკოლების დახურვას აპროტესტებენ.
როგორც მანანა ნაჭყებიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს მოვლენა მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას ართულებს.
პრესკონფერენციაზე ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწისა და ლეციცხვაიეს მაგალითები მოიყვანა, რომელთა საჯარო სკოლები გაერთიანდა და ამ ფაქტმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პრობლემები შეუქმნა.
მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს სკოლა, რომელთა მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის სახელწიფომ სახსრების გამოყოფა უნდა დაიწყოს.
