გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი კოლიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამის
შესახებ ინფორმაციას კოლაიციაში ადასტურებენ.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება, ამ ეტაპზე არასებული ინფორმაციით კი, ივანიშვილი მიმინოშვილის გთავისუფლების მიზეზითა და გარემოებით დაინტერესდა.
მიმინოშვილი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან რეფორმების პროცესში შეუთანხმებლობის მოტივით გუშინ გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმინოშვილი თანამდებობიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ მისი შვილი მეუღლესთან ერთად, 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე იმყოფებოდა. მიმინოშვილმა დაადასტურა, რომ მისი ვაჟი აქციას დაესწრო.
