დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში პაპუნა დავითაის საბერძნეთში ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.
ვიზიტი საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში შედგა.
როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან "ნიუსპრესს" აცნობეს, პაპუნა დავითაიას შეხვედრები ჰქონდა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დიმიტრის დოლისთან და საზღვარგარეთ მცხოვრებ ბერძენთა გენერალური სამდივნოს დირექტორთან პეტროს პანაიოტოპულოსთან.
ვიზიტის დასასრულს პაპუნა დავითაიამ 2012 წლის 27 მაისს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ბერძენი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
