"ეს შენ გეხება" კამპანიის მონაწილეებმა ხელმოწერილი პეტიცია საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნეს.
"ეს შენ გეხება" კამპანიის მონაწილეებმა ხელმოწერილი პეტიცია საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნეს.
12:25 22.02.2012
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ხელმოწერილი პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებები 100-მდე საერთაშორისო ორგანიზაციას გადაუგზავნეს.
როგორც კამპანიის მონაწილე ორგანიზაციებმა "ნიუსპრესს" აცნობეს პეტიცია და წინადადებათა პაკეტი გაეგზავნა საქართველოში აშშ-ს, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, შვედეთისა და სხვა ქვეყნების საელჩოებს. აგრეთვე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ნატოს, ევროკომისიას, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს, ეუთოს, ამერიკის რესპუბლიკურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვენეციის კომისიას და სხვა ორგანიზაციებს.
კამპანიაში "ეს შენ გეხება" - ჩართული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები და დასკვნები მნიშვნელოვნად დაეხმარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით წამოწყებულ პროცესს და საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.
არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა კამპანია "ეს შენ გეხება" 13 თებერვალს წამოიწყეს რომლის ფარგლებშიც, ისინი დღეს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ.

ბეჭდვა