ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
10:09 29.05.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, სადამკვირვებლო მისია მზად არის უზრუნველყოს ნებისმიერი სახის აუცილებელი დახმარება, მათ შორის, გაგზავნოს ფაქტების მოკვლევის ჯგუფი.
„ასეთი ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია და მათ მხოლოდ სიტუაციის დესტაბილიზაცია შეუძლიათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავშეკავების მოწოდებით გამოდის, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გალის რეგიონში შეძლოს უსაფრთხოდ განაგრძოს თავისი ყოველდღიური ცხოვრება“ - ნათქვამია ვებ-გვერდზე.
სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, 28 მაისს გალში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს, სროლის შედეგად ორი პოლიციელის და ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბეჭდვა