ნიკოლოზ ვაშაკიძე დღეს თურქეთს ეწვევა
ნიკოლოზ ვაშაკიძე დღეს თურქეთს ეწვევა
08:58 29.05.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე დღეს ეწვევა თურქეთს და სტამბოლში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორი ქვეყნის სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილება.

მათივე ცნობით, ვაშაკიძის ვიზიტი საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.

ვაშაკიძე სტამბოლში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. მისი ვიზიტი მეზობელ ქვეყანაში 31 მაისს დასრულდება.

ბეჭდვა