მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს ოპონენტებს ხიდები თვალში არ მოსდით
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს ოპონენტებს ხიდები თვალში არ მოსდით
18:46 28.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის ზოგიერთ ოპონენეტს ქვეყანაში აშენებული ახალი ხიდები თვალში არ მოსდის. ამის შესახებ  პრეზიდენტმა ქუთაისში ახალი კლინიკის გახსნისას ისაუბრა.
მისი თქმით, ქუთაისის მსგავსად, ანაკლიაში მშენებლობების დაწყებასაც ოპონენტები სკეპტიკურად შეხვდნენ და ანაკლიის ხიდს უსარგებლო ხიდად მიიჩნევდნენ.
„ანაკლიას რომ ვაშენებდით, ყველა დაგვცინოდა, ამბობდნენ - საიდან მოიტანეს ეს ამბავი, სად მიდის ანაკლიის ხიდი, რა აზრი აქვს 1 კილომეტრზე მის გაკეთებას ან რისთვის არის საჭიროო. საერთოდ, ჩვენს ოპონენტებს ხიდები თვალში არ მოსდით“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ანაკლიის ხიდის აშენებით, იქ მყოფ მოსახლეობას დასაქმების და უკეთესი მომავლის საშუალება გაუჩნდა, რადგან ხიდის გარშემო სასტუმროები, აკვაპარკი და რესტორნები შენდება, კერძო ინვესტიციით კი ფეხბურთის სტადიონები და საფეხბურთო ბაზა კეთდება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველაფერი ეს იმას ემსახურება, რომ მოსახლეობას პერსპექტივა გაუჩნდეს.
პრეზიდენტის განცხადებით, ანაკლიაში წელს 200 000-მდე ტურისტი ჩავა.

ბეჭდვა