გიგი წერეთელი „ქართული ოცნების“ მიერ აქციის მშვიდობიან გარემოში ჩატარებას დადებითად აფასებს
გიგი წერეთელი „ქართული ოცნების“ მიერ აქციის მშვიდობიან გარემოში ჩატარებას დადებითად აფასებს
18:04 28.05.2012
პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიგი წერეთელი დადებითად აფასებს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ თბილისის აქციის  მშვიდობიან გარემოში ჩატარებას და ამას პროგრესის მანიშნებელ ფაქტორს უწოდებს.
„პოლიტიკური პროცესი აქტიურდება. კარგია, როდესაც მშვიდობიანად, ყოველგვარი არეულობის გარეშე იწყება ყველაფერი. ესეც პროგრესის მანიშნებელია“ – განაცხადა წერეთელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის პოლემიკა და მეტოქეობა ბუნებრივია იქნება.
ამასთანავე, წერეთელმა კოალიციას სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული პოლიტიკური ძალა უწოდა.
გუშინ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე მასშტაბური აქცია გამართა, რომელშიც სხვადასხვა მონაცემებით 100–დან 150–მდე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ბეჭდვა