ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი ზელანდიაში IDU-ს აღმასრულებელთა შეხვედრაში მონაწილეობს
ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი ზელანდიაში IDU-ს აღმასრულებელთა შეხვედრაში მონაწილეობს
17:00 28.05.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ახალ ზელანდიაში საერთაშორისო  დემოკრატიული კავშირის აღმასრულებელთა სხდომას ესწრება.
ღონისძიება ახალი ზელანდიის პარლამენტში მიმდინარეობს. მას მმართველი "ნაციონალური პარტია" და პრემიერ-მინისტრი ჯონ ქეი მასპინძლობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ახალი ზელანდიის პრემიერ- მინისტრთან, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან. რუხაძე შეხვედრებს, ასევე, გამართავს პარლამენტსა და "ნაციონალური პარტიის" სათავო ოფისში.
„ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU) მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერ-პარტიული გაერთიანებაა და 80-ზე მეტ მემარჯვენე და ცენტრისტულ პარტიას აერთიანებს, მათ შორის, გერმანელ ქრისტიან-დემოკრატებს, ბრიტანელ კონსერვატორებსა და ამერიკელ რესპუბლიკელებს. “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირის სრულუფლებიანი წევრი 2011 წელს გახდა.

ბეჭდვა