კლინტონის ვიზიტისას დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ბაქრაძე ინფორმაციას არ ფლობს
კლინტონის ვიზიტისას დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ბაქრაძე ინფორმაციას არ ფლობს
15:20 28.05.2012
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დეტალურ  ინფორმაციას არ ფლობს.
„ვიზიტის პროგრამა დაზუსტებული არ არის. ცნობილია, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ჩამოდის და ბუნებრივია ის ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს და ქვეყნის პრეზიდენტსაც შეხვდება“ – განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ კლინტონის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ როგორც დაგეგმილი ვიზიტით, ისე მანამდე განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებთ დასტურდება, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და მთავარ მოკავშირედ რჩება.


ბეჭდვა