ქუთაისის პარლამენტის აპარატში კადრების შერჩევა იწყება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს
ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაციაზე განაცხადა, ახალი პარლამენტის აპარატში მუშაობის დასაწყებად დღეიდან ქუთაისის და მთლიანად იმერეთის რეგიონის მცხოვრებთა განაცხადების მიღება ოფიციალურად იწყება.
ბაქრაძის თქმით, მსურველებს განაცხადებისა და საბუთების წარდგენა შეუძლიათ, როგორც ადგილზე ქუთაისში, ასევე ელექტრონული ფორმით.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ზაფხულში შერჩეული კანდიდატები გადაემზადებიან. ოქტომბრიდან კი - მუშაობის დასაწყებად მზად იქნებიან. ამასთან, მისი თქმით, პარლამენტში აპარატის რესტრუქტურიზაციაც დაიწყება.
„ახალი პარლამენტის აპარატში გარდა თბილისიდან ჩასული თანამშრომლებისა, მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობიდან შერჩეული კადრები იქნება. ეს დადებითი ნაბიჯია ქუთაისის გამოცოცხლებისთვის“ - განაცხადა ბაქრაძემ.
