ნათელაშვილის შეფასებით, 27 მაისის აქცია „ფულის მუთაქასა“ და ხალხს შორის გარიგება იყო
ნათელაშვილის შეფასებით, 27 მაისის აქცია „ფულის მუთაქასა“ და ხალხს შორის გარიგება იყო
14:04 28.05.2012
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუშინდელ აქციას სამარცხვინო დღე უწოდა.
როგორც ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 27 მაისის აქცია „ფულის მუთაქასა“ და ხალხს შორის გარიგება იყო.
„საუბედუროდ, კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ მთელ დედამიწას, რომ ფულზე აცუნდრუკებული ერი ვართ, რომელიც, როცა სამშობლოს ართმევენ და შვილებს უკლავენ სახლში ზის, ხოლო ფულის ტომრების პირველასვე დასტვენაზე ქუჩაშია“ - განაცხადა ქართველ ლეიბორისტთა ლიდერმა.
ნათელაშვილმა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მოყვანაში ივანიშვილი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სწორედ ამ უკანასკნელმა ჩაშალა ამერიკელ პარტნიორებთან გარიგებით, არსებული რეჟიმისგან გასათავისუფლებლად დაწყებული ქუჩის წინააღმდეგობის პროცესი.
მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მალე საქართველოსგან მოგონებაღა დარჩება.

ბეჭდვა