23 თებერვალს, პარლამენტის ეზოში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი, დეპუტატები და იუნკრების შთამომავლები მიიღებენ.
1921 წლის თებერვალში შემოჭრილ რუსეთის მე-11 არმიას ტაბახმელასთან იუნკრები უწევდნენ წინააღმდეგობას. თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები პარლამენტის შენობასთან დაკრძალეს.
საქართველოს პარლამენტის ეზოში არსებულ "ხარების" სახელობის სამლოცველოში კი თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
