პრეზიდენტი დღეს ქუთაისში რამდენიმე ობიექტს გახსნის
პრეზიდენტი დღეს ქუთაისში რამდენიმე ობიექტს გახსნის
13:35 28.05.2012
ქუთაისში დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.
როგორც „ნიუსპრესის“ კორესპონდენტი „ქუთაისიდან“ იუწყება, სავარაუდოდ, 17:00  საათისთვის პრეზიდენტი ახალაშენებულ კლინიკურ საავადმყოფოს გახსნის, რომელიც 100 საწოლზეა გათვლილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე, პრეზიდენტი, კიდევ ორ ობიექტს ხსნის.
კლინიკური საავადმყოფოს შემდეგ, იგი თეთრ ხიდთან მდებარე ებრაული ინვესტიციით აშენებულ სასტუმროს ეწვევა.

ბეჭდვა