საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე 29-31 მაისს ეწვევა თურქეთს და სტამბოლში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორი ქვეყნის სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილება.
კალანდაძის ინფორმაციით, ვაშაკიძის ვიზიტი საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.
მისივე თქმით, ვაშაკიძე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4-6 ივნისს სტამბოლს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც ეწვევა და ის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
