ივანიშვილი - პაატა ბურჭულაძე მსოფლიო დონის წარმატებული ქართველი ვარსკვლავია, ამიტომ, მისი პოლიტიკისთვის მოცდენა არ ღირს
ივანიშვილი - პაატა ბურჭულაძე მსოფლიო დონის წარმატებული ქართველი ვარსკვლავია, ამიტომ, მისი პოლიტიკისთვის მოცდენა არ ღირს
12:48 28.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მსოფლიო ოპერის  ვარსკვლავი, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე „ქართული ოცნების“ რიგებში არ განიხილება.
„პაატა ჩემი მეგობარია და ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ორივე ერთად ვცდილობთ, რომ პაატა პოლიტიკის გარეშე დარჩეს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, თუ კოალიციას გაუჭირდება, შეიძლება ამ მხრივაც რაღაც შეიცვალოს.
„ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ იქნება. სჯობს, ამ კაცმა თავისი საქმე აკეთოს. მისი წყალობით, საქართველოს კარგი სახელი აქვს და ის მსოფლიო დონის ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ვარსკვლავია, ამიტომ არ ღირს პოლიტიკისთვის მისი მოცდენა“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ბეჭდვა