ყაზახეთში უამინდობის გამო ჩარჩენილი ქართველი მძღოლები გზის გაგრძელებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ
ყაზახეთში უამინდობის გამო ჩარჩენილი ქართველი მძღოლები გზის გაგრძელებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ
11:28 22.02.2012
ყაზახეთის მანგისტაუსკის მხარეში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი ტრაილერების სამი ქართველი მძღოლი გზის გაგრძელებას ამ დრომდე ვერ ახერხებს - ამის შესახებ "ნიუსპრესს" ყაზახეთში საქართველოს კონსულმა ანდრო კაჭკაჭიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მძღოლის, გოჩა ქოიავას ტრაილერს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ტრაილერის კონტეინერი თოვლშია ჩაფლული და მის ამოღებას დამხმარე ტექნიკის საშუალებით ცდილობენ.

საქართველოს კონსულმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთში უკვე გამოიდარა, გზები გაიწმინდა და მოძრაობაც აღდგენილია. სამივე მძღოლი ამჟამად ერთად იმყოფება და პრობლემის მოგვარების შემდეგ ქალაქ აკტაუშიც ერთად გაემგზავრებიან.

ანდრო კაჭკჭიშვილის თქმით, საელჩო მძღოლებთან მუდმივ კავშირს ინარჩუნებს.

ყაზახეთში, მანგისტაუსკის მხარეში ქართველი მძღოლები გოჩა ქოიავა, გიორგი ცაგურიშვილი და ჯემალ ქეთელაური უამინდობის გამო ჩარჩნენ. ისინი გზის გაგრძელებას რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ.

ბეჭდვა