ზურაბ აბაშიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ვერცერთი სტადიონი ვერ დაიტევდა
ზურაბ აბაშიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ვერცერთი სტადიონი ვერ დაიტევდა
19:10 27.05.2012
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ვერცერთი სტადიონი დაიტევდა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ „ქართული  ოცნების“ აქციის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, კოალიციამ დღეიდან საარჩევნო კამპანია დაიწყო და ხალხის დიდი რაოდენობა აქციაზე სწორედ ამ კამპანიის მხარდასაჭერად მივიდა.
„ეს იყო ფანტასტიკური სტარტი. ნამდვილად ველოდებოდი ამდენ ადამიანს, ასობით ათას ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ამიტომაც ვამბობდით, რომ არცერთი სატადიონი არ ეყოფოდა ჩვენს მხარდამჭერებს, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“ - აღნიშნა აბაშიძემ.
მისივე განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოიცავს და ოქტომბრის არჩევნებში ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებს.

ბეჭდვა