მმართველი გუნდის წარმომადგენელი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ
კოალიცია „ქართული ოცნების“ დღევანდელი აქციის მასშტაბები მხოლოდ ჩვეულებრივი სტატისტიკაა.
„როგორც მითხრეს, აქციაზე ხალხმრავლობა იყო და ასეც იყო მოსალოდნელი. 20%-მდე მხარდამჭერის არსებობა ქმნის იმის საფუძველს, რომ აქციებზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეკრიბო. ეს ჩვეულებრივი სტატისტიკაა და ამ 20%-ს არც აკლდება და არც ემატება“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ მმართველი ძალა დათმობას არ აპირებს და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
„ლეგიტიმური, კანონიერი გზების გათვალისწინებით არაფრის დათმობას არ ვაპირებთ“ - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, მათ ოპონენტებს გააჩნიათ მოხლოდ ქვეყნის მოდერნიზაციისა და განვითარების ილუზია, ხოლო ხელისუფლებას რეალური გეგმა.
სხვადასხვა მონაცემებით, კოალიციის დღევანდელ აქციაზე 100-დან 150-დე ათასი ადამიანი ესწრებოდა.
