„ქართული ოცნების“ აქციაზე დავით ზილფიმიანი იმყოფებოდა
„ქართული ოცნების“ აქციაზე დავით ზილფიმიანი იმყოფებოდა
18:40 27.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლების მოედანზე ორგანიზებულ ფართომასშტაბიან აქციაზე დღეს ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ყოფილი დირექტორი  დავით ზილფიმიანი იმყოფებოდა.
როგორც ზილფიმიანმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, იგი აქციაზე საკუთარი მხარდაჭერის გამოსახატად მივიდა. მან დღევანდელ აქციას ისტორიული ფაქტი უწოდა.
ზილფიმიანის განმარტებით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილისგან „პირველი სტერეოს“ დაბრუნების საკითხში მიიღებს თუ არა მხარდაჭერას, რადგან მას ამ საქმეში ქართველი ხალხი ეხმარება.
„პირველი სტერეოს“ ყოფილი დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი ზილფიმიანი ტელეკომპანიის ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წინააღმდეგ სამართლებრივი გზებით ბრძოლის გაგრძელებას თავის თანამშრომლებთან ერთად ხვალიდან აპირებს.

ბეჭდვა