პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერს მაია ფანჯიკიძეს დღევანდელი მსვლელობებისა და თავისუფლების მოედანზე გამართული
აქციის პროცესში რაიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„მე მათ შესახებ არაფერი მსმენია. მგონი, ყველაფერმა წყნარად და მშვიდად ჩაიარა“ - განუცხადა ფანჯიკიძემ „ნიუსპრესს“ აქციის დასრულების შემდეგ.
მისივე შეფასებით, კოალიციის წევრებმა იცოდნენ, რომ ბევრი მხარდამჭერი ჰყავდათ, თუმცა, მსგავსი მასშტაბის სოლიდარობასა და მხადაჭერას მოქალაქეებისგან არ ელოდნენ.
„თბილისს ამდენი ხალხი ერთად არ უნახავს. ხალხის ნაკადს არც ერთი მიმართულებით ბოლო არ უჩანდა“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, კოალიციის შემდეგი ნაბიჯი 7 ივნისს ქუთაისში დაგეგმილი აქცაა.
