საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე არავითარი დარღვევა არ დაუფიქსირებია.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საიას ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, აქციას დაწყებიდან დასრულებამდე ორგანიზაციის სამი ჯგუფი აკვირდებოდა, თითოეულ ჯგუფში კი სამი მონიტორი იყო.
„ჩვენი დაკვირვებით, ყველაფერმა მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე ჩაიარა, ჩვენ არავითარი დარღვევა არ დაგვიფიქსირებია“-განაცხადა ჩუგოშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას.
