„საზოგადოებრივი დამცველი“ „ქართული ოცნების“ აქციის მონიტორინგის შედეგებს დადებითად აფასებს
„საზოგადოებრივი დამცველი“ „ქართული ოცნების“ აქციის მონიტორინგის შედეგებს დადებითად აფასებს
17:51 27.05.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის წინასწარი მონიტორინგის შედეგებს დადებითად აფასებს.
როგორც „ნიუსპრესს” ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ განუცხადა, წინასწარი მონიტორინგის შედეგები ამ ეტაპზე შეჯამების პროცესშია, თუმცა, აქციის მიმართ ზოგადი შეფასება დადებითია.
მისივე თქმით, მიუხედავად ხალხის საკამოდ დიდი რაოდენობისა, აქცია იყო მშვიდობიანი და მან ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაირა.
როგორც ფუტკარაძემ აღნიშნა, მანიფესტაცია კარგად ოგანიზებული და მშვიდობიანი იყო.
„ძალინ პოზიტიურად ვაფასებთ, რადგან არანარ ექსცესს ადგილი არ ჰქონია, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ერთი მოქალაქე, აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა, როგორც ჩანს მზეში დგომისგან. მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ოპერატიულად მოხდა“- აღნიშნა ფუტკარაძემ.
მისივე ინფორნმაციით, გარდა „საზოგადოებრივი დამცველისა“, აქციაზე მონიტორინგს საქართველოს ახალგაზრდა იურიტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდნენ.

ბეჭდვა